თავში

ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებულები - ელისაშვილი

ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებულები - ელისაშვილი
ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებულები - ელისაშვილი

ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში, თავი მოეჭრათ, ერთს ზუგდიდში და მეორეს ფოთში და ამიტომ უნდათ ყველაფერი არიონ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარ Facebook-ზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ბოკერიას პარტია მოლაპარაკებებზე მხოლოდ იმიტომ დადის, რომ გარეთ გამოიტანოს მოლაპარაკებების დეტალები და ამით ყველაფერი არიოს. 

"განსაკუთრებით თავგამოდებულები იყვნენ ბოკერიას პარტიაში, არიქა, ელისაშვილი შევიდა პარლამენტში, ფული აიღოო. ორი პრინციპი მაქვს, რითაც პოლიტიკაში რაღაცებს ვაკეთებ. ყოველთვის გავაკეთებ იმას, რასაც სინდისი და ქვეყნის ინტერესი მკარნახობს. ყოველთვის გავაკეთებ იმას, რისიც მჯერა და მწამს. ხელფასის იქით არც ერთი თეთრი არასდროს მიმიღია. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს საუბარს, ცოცხალი ვერ გამასწრებს. ეს ყველამ კარგად იცის. მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ელჩები გვეუბნებიან, მოდით, პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ თუ გავა ის, რაზეც აქ ვსაუბრობთ, პროცესი დაზიანდება და შეთანხმებამდე ვერ მივალთო, ეს ძალიან მარტივია. იქ რაღაც თანამდებობებს და ფულს კი არ ვითხოვთ. 

ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები, პირდაპირ საბოტაჟით, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრათ, ერთს ზუგდიდში და მეორეს ფოთში. წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში, რა ეგონა, რას იზამდა. ახლა უნდათ, ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა, ჩავშალო. ჩემთვის 31 ოქტომბერს საზიზღარი არჩევნები იყო. არჩევნები გაყალბდა და ამისთვის "ქართულმა ოცნებამ" პასუხი უნდა აგოს", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system