თავში

ბოკერია მელიას განცხადებაზე: ეს არის უხერხულობის გაბათილება 

ბოკერია მელიას განცხადებაზე: ეს არის უხერხულობის გაბათილება 
ბოკერია მელიას განცხადებაზე: ეს არის უხერხულობის გაბათილება 

ნიკა მელიას განცხადება არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების იმ განცხადებების გაბათილება, რომელმაც სერიოზული უხერხულობა შექმნა , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს. 

"ეს არის იმ განცხადებების გაბათილება, რომელმაც სერიოზული უხერხულობა შექმნა. „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებმა, ბოლო დროს გააკეთეს განცხადებები, რომელიც საპირისპირო იყო იმ სულისკვეთების და შეთანხმების, რაც ჩვენ გვქონდა. განცხადებები სრულიად საპირისპირო იყო, რომ პირველ ტურს რა მნიშვნელობა აქვს, მეორე ტური უნდა იყოს, რომ თუ ყველა პარტია ყველგან არ იქნა, რა აზრი აქვს და ა.შ. ეს ჰგავდა შეთანხმების დარღვევისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის შემზადებას. რაც შეეხება ბატონი მელიას განცხადებას, ის იმ სულისკვეთებისაა, რაც ჩვენ აქამდეც გვქონდა. თუ ეს სიტყვა შესრულდება, მხოლოდ მოხარული ვიქნები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას განცხადებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს სხვა ოპოზიციურ პარტიებს უთმობს. 2 ოლქში კი - გლდანსა და სამგორში, პარტიას თავისი კანდიდატი ეყოლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system