თავში

ბოკერია: მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას შინ და გარეთ

ბოკერია: მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას შინ და გარეთ
ბოკერია: მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას შინ და გარეთ

"ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს ივანიშვილის გუნდი და მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას მის შიგნითა და გარეთ,"- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტს, რომელშიც საქართველოს ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

"იმის მაგივრად, რომ ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს ჩვენი მოქალაქეებისთვის წნეხი დაეწია, როცა ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები, რომ შანსი მიეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სიღარიბეში არ გადავარდნილიყვნენ, არ გაკოტრებულიყო ბიზნესები და შემოსავალი დრამატულად არ შემცირებულიყო და კონკურენციაში ვყოფილიყავით, ჩვენ ვხედავთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის პირდაპირი ზიანის მომტანია.

იმის მაგივრად, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი გაჭირვების დროს ვლობირებდეთ თავისუფალ ვაჭრობას შეერთებულ შტატებთან და ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით დახმარებას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ, შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი. დღეს ივანიშვილის ნაბიჯებით შეშფოთება ღრმაა, რომელსაც ის დგამს ჩვენს ქვეყანაში და რომლითაც მან ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოცაა მოხსენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system