თავში

ბურჯანაძე: პარლამენტში თანამდებობების ნაწილი ცარიელი დარჩება

ბურჯანაძე: პარლამენტში თანამდებობების ნაწილი ცარიელი დარჩება
ბურჯანაძე: პარლამენტში თანამდებობების ნაწილი ცარიელი დარჩება

პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განმარტებით, პარლამენტში თანამდებობების ნაწილი ცარიელი დარჩება.

"პარლამენტი ვიცე-სპიკერს ვერ აირჩევს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვერ აირჩევს, ეს ოპოზიციის კვოტაა, ანუ თანამდებობების ნახევარზე მეტი ცარიელი დარჩება. პარლამენტი ვერ შექმნის დროებით საგამოძიებო კომისიას, იმიტომ რომ კომისიაში უმრავლესობა ოპოზიცია და თავმჯდომარეც უმეტესწილად ოპოზიცია უნდა იყოს. დელეგაციები, რომელიც წავა საზღვარგარეთ, იქნება ნაკლული, იმიტომ რომ დელეგაციებში განსაზღვრულია კვოტა ოპოზიციისთვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system