თავში

ჩარკვიანი: ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი

ჩარკვიანი: ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი
ჩარკვიანი: ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი

"გიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი,"- ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში, "სტრატეგია აღმაშენებელის" ღონისძიებაზე განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ვაშაძეს დღევანდელ საქართველოში ალტერნატივა არ ჰყავს.

"მეკითხებიან, რატომ გაერთიანდით და რატომ მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე. ალბათ, თავად ვაშაძემ არ იცოდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით უყურებდა ერთი ადამიანი და ეს მე ვიყავი. ამოვარჩიე ის ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და არ მეშინია იმის, რომ მე ახლა უნდა ველოდო, როდის რას მოიფიქრებს და გააკეთებს. მე ვნახე მისი ნამუშევარი – იუსტიციის სახლი. ვნახე მისი მუშაობა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი იყო. მიხაროდა, რომ იქ იყო ადამიანი, რომელსაც ინდივიდუალური ხმა ჰქონდა. პოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ძლიერი ეკონომიკა რომ გქონდეს, არ უნდა ყვაოდეს კორუფცია. ამისთვის უნდა იყოს კანონი და სამართალი. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღევანდელ საქართველოში გიორგი ვაშაძეს, როგორც მოტორიზებულ პროფესიონალსა და ტვინით გატენილს, ალტერნატივა არ ჰყავს. მასთან საუბრის დროს ჩვენი ღირებულებების თნხვედრა მოხდა. ზუსტად ამიტომ გავერთიანდით და შეიქმნა ეს "სტრატეგია აღმაშენებელი," – განაცხადა ჩარკვიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system