თავში

ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი - იაგო ხვიჩია

ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი - იაგო ხვიჩია
ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი - იაგო ხვიჩია

,,მე არასდროს გადავიკიდებ ამერიკის საელჩოს, არც ერთი ოპოზციონერის გამო, რადგან ეს ამ ქვეყნის მომავალია“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც ენდობა, საქართველოში ამერიკის საელჩოა.

ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ენდობიან პატრიარქს, ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი. მე ვიცი, რომ თუ რამე გაუჭირდება ამ ქვეყანას, ჩვენ უნდა წავიდეთ და დახმარება ამერიკის ელჩს ვთხოვოთ. მე ამ პროცესის განმავლობაში სულ მაინტერესებდა ამერიკის ელჩის აზრი, უცბად დავინახე, რომ ამ პროცესის მონაწილეებს ამერიკის ელჩის აზრი ისე არ აინტერესებთ, როგორც მე. მე ვარ აქტივისტი, რომ არაფერი ვაწყენინოთ ამერიკის ელჩს, რამე ცუდი არ დაგვემართოს, შეცდომა არ მოგვივიდეს. ეს უბრალოდ არ არის ინტერესის საგანი. პირველი ჩემი აფეთქება იყო ის, რომ მე არასდროს გადავიკიდებ ამერიკის საელჩოს, არცერთი ოპოზიციონერის გამო, რადგან ეს ამ ქვეყნის მომავალია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system