თავში

"ჩემი ინფორმაციით გონება დაკარგა" - გიული ალასანია სააკაშვილზე

"ჩემი ინფორმაციით გონება დაკარგა" - გიული ალასანია სააკაშვილზე
ჩემი ინფორმაციით გონება დაკარგა - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

"ჩემი ინფორმაციით გონება დაკარგა, წნევა ჰქონდა 200, მერე არ ვიცი როგორ მოხდა მისი მოსულიერება და რა მოხდა, არ ვიცი ეს დეტალები, ველოდები როდის შევლენ ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე.

არ მომწონს, რომ არ უშვებენ მედიკოსებს. როგორც ჩანს არ არის შესაბამის ფორმაში, არ უნდათ ალბათ, ასეთ მდგომარეობაში ნახონ.

მისი მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც გაიგო, თურმე საბუთები მოუმზადებიათ და უპირებდნენ ისევ ციხეში გადაყვანას, რომელ ციხეში გადაყვანას, მე უკვე არ ვიცი. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ ყველამ სახალხო დამცველის კონსილიუმის აზრი, რომ არავითარი ციხე ჯერ არ შეიძლება", - განაცხადა გიული ალასანიამ "TV პირველთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system