თავში

ჩერგოლეიშვილი: მიშას მონები ბაქრაძეს ქოლავენ

ჩერგოლეიშვილი: მიშას მონები ბაქრაძეს ქოლავენ
ჩერგოლეიშვილი: მიშას მონები ბაქრაძეს ქოლავენ

"მიშას მონები ბაქრაძეს ქოლავენ, რას ჰქვია მიშა არ უნდა პრემიერადო. აი ეგეთ მმართველობას გპირდებათ "ნაცმოძრაობა" – ავტორიტარულს,"- ამის შესახებ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერ.ს

"ამას ბუნებრივია მიშა განაპირობებს. ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლებით გარყვნილი რომ ძალაუფლებას კარგავს, გამოთაყვანებულ, ავტორიტარულ სექტას ქმნის“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა: "სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად," 

მისივე თქმით, კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system