თავში

ჩუგოშვილი: მაქვს განცდა, რომ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე საფრთხე არ დაემუქრება

ჩუგოშვილი: მაქვს განცდა, რომ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე საფრთხე არ დაემუქრება
ჩუგოშვილი: მაქვს განცდა, რომ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე საფრთხე არ დაემუქრება

"ძალიან მიხარია და მაქვს განცდა, რომ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დღევანდელი კენჭისყრა იყო ძალიან სარისკო, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

"მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ რომ ცვლილებები მიგვეღო, რაც არის მნიშვნელოვანი. ძალიან მიხარია და განცდა მაქვს, რომ მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. მე და ჩემმა კოლეგებმა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საშუალება არ მივეცით ჩაგდების, რისი მცდელობაც ჰქონდათ. ეს ცვლილებები კარგია ქვეყნისთვის, რომ შემდეგ პარლამენტი იყოს დაბალანსებული," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროექტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 3.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system