თავში

ჩუგოშვილი: პირბადის არასწორი ტარებისთვის 50 ლარიანი ჯარიმა გამართლებულია

ჩუგოშვილი: პირბადის არასწორი ტარებისთვის 50 ლარიანი ჯარიმა გამართლებულია
ჩუგოშვილი: პირბადის არასწორი ტარებისთვის 50 ლარიანი ჯარიმა გამართლებულია

„მთავარია, ჯარიმა არ იყოს არაპროპორციული,"-ამის შესახებ განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პირბადის არასწორი გამოყენება დასჯადი ქმედება ხდება. 

„მთავარია, ჯარიმა არ იყოს არაპროპორციული, არათანაზომიერი და იმდენად დიდი, რომ საზოგადოებას სასჯელად დააწვეს. გვქონდა 3000-ლარიანი ჯარიმები და უფრო მკაცრი ზომებიც, რაც იყო არაპროპორციულად მკაცრი და ახლა უწევთ ფიქრი იმაზე, ჯარიმების ტვირთი როგორ მოუხსნან საზოგადოებას.

მოქალაქეების მხრიდან გარკვეული წესების შესრულება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. თუ პროპორციული ჯარიმა იქნება, შეიძლება, ეს გამართლებული იყოს და ამას არ ვეწინააღდეგები. ალბათ, 50-ლარიანი ჯარიმის საკითხი სუბიექტური შესაფასებელია, ეს ჯარიმა ვერც ძალიან დაბალი და ვერც ძალიან მაღალი ვერ იქნება. ალბათ, შესაძლებელია, ამ სიტუაციაში 50-ლარიანი ჯარიმა გამართლებული იყოს ისევ იმიტომ, რომ ერთმანეთი დავიცვათ ვირუსის გავრცელებისგან“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

ცვლილებათა პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 ლარით. ამასთან, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system