თავში

"ჩვენ აქ ვართ, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება" -კარლ ჰარცელი

"ჩვენ აქ ვართ, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება" -კარლ ჰარცელი
ჩვენ აქ ვართ, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება -კარლ ჰარცელი

"ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. 

ევროპელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. 

"ევროკავშირის მხრიდან აქ, საქართველოში ვმუშაობთ როგორც ძალიან მჭიდრო პარტნიორები. ჩვენ ვართ აქ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი, საზღვრებისადმი და უსაფრთხოებისამდი პატივისცემა საქართველოში. ჩვენ ამას ძალიან აქტიურად ვაკეთებთ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პირდაპირი ჩართულობით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს.

ჩვენ ვგეგმავთ გამოვყოთ მეტი რესურსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების დასახმარებლად, სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობების განსავითარებლად, რაც არის მნიშვნელოვანი აქ მყოფი მოქალაქეებისთვის საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში. ეს ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში მდგრადობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს, როგორც ევროკავშირის პარტნიორებს საერთაშორისო მისიებში. რაც შეეხება უსაფრთხოების შეთანხმებების არჩევანს, გვჯერა, რომ ეს თავად ამ ქვეყნის ხელშია და ამას პატივი უნდა სცეს ყველა სახელმწიფომ", – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, როგორც ლავროვმა განაცხადა, 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system