თავში

ჩვენ ამისთვის მზად ვართ - აკაკი ბობოხიძე

ჩვენ ამისთვის მზად ვართ - აკაკი ბობოხიძე
ჩვენ ამისთვის მზად ვართ  - აკაკი ბობოხიძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს, მომავალი თვითმმართველობის არჩევნები და პარტიის სამომავლო გეგმები წარმოადგენდა.

ბობოხიძის თქმით, "ევროპული საქართველო" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციისთვის მზად არის და დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც გაიმართა მსჯელობა.

"ვიმსჯელეთ იმ ფორმატზე, რა ფორმატით გვაქვს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკურ ხელმძღვანელებს უფლება კოორდინაციაში და მოლაპარაკებებში შევიდეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა 43%-იანი ბარიერის პრობლემა და "ქართული ოცნების" დამარცხების პრობლემა იქნას მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ ყველაფერს სჭირდებოდა ფორმატი, პოლიტსაბჭოს ნებართვა და ამ ფორმატსა და ჩარჩოებზე ვიმსჯელეთ დღეს. "ევროპული საქართველო" ყოველთვის ცდილობდა და ახლაც ეცდება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოიცვას კოორდინაციამ ყველა პოლიტიკური ძალა, საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, შევძლებთ იმას რასაც შევძლებთ და კოორდინაცია გვექნება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც გააცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას აკისრია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე. დღეს ჩვენ  უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც არანაირად ქვეყნის მომავალი არ აინტერესებს, მის დამარცხდებას სჭირდება კოორდინაცია და კოორდინაცია არის სწორედ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდით და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ბობოხიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system