თავში

ჩვენ გვაქვს ჩვენი "ქართული ოცნება" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ჩვენი "ქართული ოცნება" - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ჩვენი „ქართული ოცნება“ - ესაა ოცნება ერთიან საქართველოზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენი ოცნებაა, გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთითა და ცხინვალით. ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება. ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებთ ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი სიყვარული. ჩვენი ოცნებაა საქართველო ძლიერი ქალაქებით, ძლიერი სოფლებით, ძლიერი ოჯახებით. ჩვენი ოცნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ ოცნებითა და მიზნებით შეიქმნა ჩვენი პარტია 2012 წელს. სწორედ ეს ოცნება და მიზნები, სამშობლოს სიყვარული და ეროვნული ფასეულობების ერთგულება მოგვცემს ძალას, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system