თავში

ჩვენ ყველა ნანგრევებში ვართ მოყოლილი - თაკო ჩარკვიანი

ჩვენ ყველა ნანგრევებში ვართ მოყოლილი - თაკო ჩარკვიანი
ჩვენ ყველა ნანგრევებში ვართ მოყოლილი - თაკო ჩარკვიანი

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ბათუმის ტრაგედიასა და პრეზიდენტის პატიმრობის საქმეს ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული კორუფცია ამ ყველაფრის მიზეზია. ჩარკვიანმა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. 

"ჩამონგრეულ სახლს რომ დაამსგავსეს საქართველო და ჩვენ ყველა რომ ნანგრევებში ვარ მოყოლილი (უგზოუკვლო კორუფციის გამო, ამ უბედურებისას ვტირით და ეკრანს მივჩერებივართ) და მართლმსაჯულება არ გვაქვს და ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობს და ყოველ დღე მძიმდება მისი მდგომარეობა ,აი ამიტომ ხვალ 10 ოქტომბერს 5 საათზე , დასავლეთიც გვიყურებს და გვაკვირდება (სააკაშვილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ აქციას, რადგან ეს მხოლოდ მისი პარტიის აქცია არ არის- ყველასია- ყველასი,პატარა -კოალიციაში შემავალმა პარტიებმა უღალატეს მას და ელემენტარულ ღირებულებებს -წესს და რიგს-რუსეთის მიერ დევნილი და დაჭერილი კაცის -პრეზიდენტის მიმართ , ხალხმა და მისმა პარტიამ არ უღალატა) ხვალ ამ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის - ხვალ 10 ოქტომბერს 5 საათზე რუსთაველზე- ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. (დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ამას-ამ აქციას სახალხო მოძრაობა აკეთებს და არა მხოლოდ ნაციონალური პარტია) ერთად ხვალ 10 ოქტომბერს რუსთაველზე -სახალხო აქცია-მოძრაობა.

რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი შიმშილობს და ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს!", - განაცხადა ჩარკვიანმა Facebook-ის საშუალებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system