
ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია.
"საქართველო საარჩევნო პროცესის მე-2 რაუნდის ფარგლებში ევროპარლამენტის დაინტერესებას და მხარდაჭერას აფასებს. ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში'.