თავში

ჩვენი ვალია, არასოდეს დავთმოთ ის, რასაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - გიგა ბოკერია

ჩვენი ვალია, არასოდეს დავთმოთ ის, რასაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - გიგა ბოკერია
ჩვენი ვალია, არასოდეს დავთმოთ ის, რასაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - გიგა ბოკერია

„ეს დღე გვახსენებს თუ რამხელა ვალდებულება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება" - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. 

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ დღეს ჩვენმა მტერმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს. დღევანდელ პუტინის რუსეთისა და მაშინ ელცინის რუსეთის ამოცანებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ამოცანა იყო მთელი საქართველოს თავისუფლების დამხობა. ამიტომ ამ ადამიანებმა, ვინც თავის სიცოცხლე შესწირეს აფხაზეთის ომს 90-იანებში, გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მათ ჩვენ დაგვიტოვეს შესაძლებლობა, რომ ბოლომდე გავაღწიოთ იმ ჭაობიდან, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვახვევს თავს. ჩვენი ვალია, რომ არასდროს არ დავთმოთ ის, რასაც ამდენი თაობა და ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით.“ - განაცხადა ბოკერიამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system