თავში

ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ადამიანი და სიცოცხლე - კალაძე

ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ადამიანი და სიცოცხლე - კალაძე
ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ადამიანი და სიცოცხლე - კალაძე

რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე და დღესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, აკეთებს ყოველთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, პატიმრის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ყველა პატიმართან მიმართებაში არის დაცული ეს დამოკიდებულება და მათ შორის პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ოთხი ამერიკელი სენატორის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. 
"შესაბამისი სამსახურები, სასამართლო თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამის უწყებასთან ერთად," - აღნიშნა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system