თავში

დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა - თალაკვაძე

დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა - თალაკვაძე
დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა - თალაკვაძე

"სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს შიმ­ში­ლო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა - ცი­ნი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ის, რომ სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ქუ­ჩა­ში, სა­შიმ­ში­ლოდ კარ­ვებ­ში დას­ვეს მა­შინ, როცა დიდი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ოფი­სი აქვთ", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის ვიცე- სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისივე თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით გარ­კვე­უ­ლი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ა­კაშ­ვილ­სა და მე­ლი­ას შო­რის. 

"მსურს, ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის მა­თაც, ვინც პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავს. სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა, რომ მის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა იშიმ­ში­ლონ, ვთვლი, რომ არის მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცია. და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს რომ შიმ­ში­ლო­ბას და­ა­წყე­ბი­ნებ, ალ­ბათ, ყვე­ლამ ვი­ცით, ეს რას ნიშ­ნავს. რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბის მო­თხოვ­ნას, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვინ­მემ ამ ფორ­მით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას თავი და­აღ­წი­ოს. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა ნიკა მე­ლი­ა­სა და გვა­რა­მია-სა­ა­კაშ­ვილს შო­რის, ასე იკ­ვე­თე­ბა და ეს მე­ო­რე ჯგუ­ფი ცდი­ლობს, რო­გორ­მე ნიკა მე­ლია ჩა­ა­ნაც­ვლოს ან შე­ა­სუს­ტოს, რად­გან ის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა. ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­შია, ცხა­დია, ნიკა მე­ლი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბას და მის გავ­ლე­ნას პარ­ტი­ა­ში საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ამას­თან, გარ­კვე­ულ კავ­შირ­ში უნდა იყოს თე­მურ ალა­სა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლავთ და ასე­ვე, ამას­თან კავ­შირ­ში უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­ის მიერ მარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის შიგ­ნით ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის შიგ­ნით კეთ­დე­ბა.

აშ­კა­რაა, რომ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი თე­მურ ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ით ჩა­მო­ვი­და და პარ­ტი­ულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს და­ე­მუქ­რა, რომ და­ფი­ნან­სე­ბას შე­უ­წყვეტ­და, თუ უფრო რა­დი­კა­ლურ მოქ­მე­დე­ბებ­ზე არ გა­და­ვი­დოდ­ნენ. მან იგი­ვე ინ­სტრუქ­ცია ჩა­მო­ი­ტა­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის მი­მართ და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ ალა­სა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყო შიმ­ში­ლო­ბა, რა­საც ისი­ნი შიმ­ში­ლო­ბას ეძა­ხი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს შიმ­ში­ლო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა, რაც არის არა ლი­დე­რო­ბა, არა­მედ ეგო­იზ­მი, როცა შენ ჰოს­პი­ტალ­ში ხარ, სა­უ­კე­თე­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებ და შენ მი­მართ ყვე­ლა პი­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, ხოლო ზამ­თარ­ში, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რებს შიმ­ში­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ, ეს არის ეგო­იზ­მი და არა ლი­დე­რო­ბა. თუმ­ცა ვი­ცო­დით, რო­გო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი, მათ შო­რის, გორ­ში, თვითმფრი­ნა­ვის გა­მო­ჩე­ნა­ზე ის გა­იქ­ცა და თა­ვი­სი ფრან­გი კო­ლე­გა მი­ა­ტო­ვა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის მხრი­დან ცი­ნი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ის, რომ სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ქუ­ჩა­ში, სა­შიმ­ში­ლოდ კარ­ვებ­ში დას­ვეს მა­შინ, როცა დიდი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ოფი­სი აქვთ,"- გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system