თავში

დაგვამუნჯა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა - ვიოლა ფონ კრამონი

დაგვამუნჯა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა - ვიოლა ფონ კრამონი
დაგვამუნჯა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა - ვიოლა ფონ კრამონი

"ჩვენ ამ საკითხების მონიტორინგს ვატარებთ. დაგვამუნჯა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა" - ასე გამოეხმაურა თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" ჟურნლისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს.

ამასთან მან ჟურნალისტებს მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან პოლიტიკოსების პირადი სივრცე.

"ეს აბსოლუტურად არ ახასიათებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს. მე ჩემი პირველი განცხადება გავაკეთე სოლიდარობის ნიშნად ჟურნალისტებთან. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმაც უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. ეს ნამდვილად ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება, გამოგლიჯოს ხელიდან ჟურნალისტს მინისტრმა, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პოლიტიკოსების პირადი სივრცე დაიცვან" - განაცხადა კრამონმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system