თავში

დეგნანი: აუცილებელია არ მოხდეს ამომრჩევლის მოსყიდვა

დეგნანი: აუცილებელია არ მოხდეს ამომრჩევლის მოსყიდვა
დეგნანი: აუცილებელია არ მოხდეს ამომრჩევლის მოსყიდვა

,,აუცილებელია, კანონმდებლობა ზედმიწევნით აღსრულდეს იმისათვის, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალაუფლების გადამეტება არ მოხდეს, რაც ფიქსირდებოდა წარსულში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩმა განაცხადა. 

კელი დეგნანის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ყველა შესაბამისი ზომა უნდა გატარდეს.

,,საარჩევნო კამპანია დაწყებულია და უკვე შესამჩნევია საკმაოდ დაძაბული რიტორიკა. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ. ეს არის ის საკითხები, რის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის" , - განაცხადა დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system