თავში

"დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ" - ღარიბაშვილი

"დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ" - ღარიბაშვილი
დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ციხის საავადმყოფოში ყველანაირი პირობაა შექმნილი.

"ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ და ვაჩვენეთ ყველას თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში და იქ არის აბსოლუტურად ყველა პირობა. რაც არ იყო, ისიც დაამატეს, მათ შორის, ყველა საჭირო აპარატურაა ადგილზე მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ ექიმების ჩართულობას. გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 25 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system