თავში

დაპირისპირება მარნეულში - ნაცემია "გირჩის" წევრი

დაპირისპირება მარნეულში - ნაცემია "გირჩის" წევრი
დაპირისპირება მარნეულში - ნაცემია გირჩის წევრი

მარნეულში, ყიზილაჯლოს 83-ე უბანზე "გირჩის" წარმომადგენელს, ირაკლი ქველაძეს სცემეს. 

ქველაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, "გირჩის" წევრს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა სცემეს.

"დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ ეს ახალგაზრდა მივიდა უბანზე, როცა აყალბებდნენ არჩევნებს, ის ხელს უშლიდა გაყალბებას, მაგრამ არ დაიზარეს და ეს ერთი ბიჭი 30-მა კაცმა სცემა", - განაცხადა იმამკულიევმა.

ექიმების შეფასებით, "გირჩის" წევრს თავის ტვინის შერყევა აქვს და კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩება. 

ცნობისთვის, დღეს მარნეულში, საარჩევნო უბანზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system