თავში

დასამალიც არაფერი არ არის უკვე - გია ვოლსკი

დასამალიც არაფერი არ არის უკვე - გია ვოლსკი
დასამალიც არაფერი არ არის უკვე - გია ვოლსკი

მიზანია, რომ როგორმე, იქნებ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს ძალოვან სტრუქტურებსა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის და იქნებ, ის სისხლი დაიღვაროს, რაზედაც ასე დიდხანს და ინტენსიურად საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კედლებში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს თემა, სააკაშვილის ციხის კედლებიდან გამოყვანის თემა, ყველაფერი კონკრეტულ გეგმაშია მოქცეული.

"სასამართლოს თემა, სააკაშვილის ციხის კედლებიდან გამოყვანის თემა, მისი გადანაცვლება მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ყველაფერი არის კონკრეტულ გეგმაში მოქცეული, გარკვეული შტრიხები, რომელიც არც არის დამალული, ვინაიდან დასამალიც არაფერი არ არის უკვე. ამის თაობაზე იმ ფარულ ჩანაწერშიც მოვისმინეთ, აქ არის - სააკაშვილი დავიხსნათ და ათ დღეში მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, თვითონ სააკაშვილის მოწოდებაც ეგ არის. რა საკვირველია, ამის მცდელობა იქნება, ჯერჯერობით განცხადებებია ამასთან დაკავშირებით. ამის მცდელობა კიდევ დაკავშირებულია იმ მიზანთან, რომ როგორმე იქნებ ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს ძალოვან სტრუქტურებსა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის და იქნებ ის სისხლი დაიღვაროს, რაზედაც ასე დიდხანს და ინტენსიურად საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კედლებში," - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system