თავში

გიგი უგულავა: ივანიშვილს ზამბარასავით უკან დაუბრუნდება ყველაფერი

გიგი უგულავა: ივანიშვილს ზამბარასავით უკან დაუბრუნდება ყველაფერი
გიგი უგულავა: ივანიშვილს ზამბარასავით უკან დაუბრუნდება ყველაფერი

4 თებერვლიდან, როცა ოფიციალურად იხსნება პარლამენტის საგაზაფხულო სესია, დაიწყება მუდმივი პიკეტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ხალხის რჩეულებმა გაიგონონ ხალხის ხმა, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

,,რაც უფრო დროს გაწელავს ივანიშვილი, ზამბარასავით უკან დაუბრუნდება ყველაფერი. ჯერჯერობით ,,ქართული ოცნების" პასუხი არის ეს. რაც შეეხება 100/50 -ს მათ პასუხი მიიღეს იმავე შეხვედრაზე, ეს იყო არაადეკვატური წინადადება. ეს შემოთავაზება უკვე იყო უკუგდებული. ,,ოცნებას" სურს, რომ როცა ერთ პარტიას შეუძლია 35 პროცენტამდე მხარდაჭერით, ანუ 10 კაციდან 3 კაცის მხარდაჭერით მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა - ისმის კითხვა, რამდენად სამართლიანია ეს. მათ იმედი აქვთ, რომ მიიღებენ მაქსიმუმ 35 პროცენტს. ზუსტად ანალოგიური პროცენტის იმედი ჰქონდა 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს და დაამთავრა ძალიან ცუდად", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. 

ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას ოთხ თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად გეგმავს. მათ აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიას უკვე მიმართეს.

თუ როგორ გაგრძელდება ოპოზიციის პროტესტი და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, ეს შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system