თავში

დავით ბაქრაძე: ბურთი არის "ქართული ოცნების“ მხარეს

დავით ბაქრაძე: ბურთი არის "ქართული ოცნების“ მხარეს
დავით ბაქრაძე: ბურთი არის ქართული ოცნების“ მხარეს

"შეკრებას შეკრების გულისთვის არავინ აპირებს. ეს სრულიად სწორია ელჩების მხრიდან. დღეს მაგიდაზე დევს ოპოზიიცის შეთავაზება, არაფერი დევს მაგიდაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამიტომ, ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, ამიტომ ველოდებით ჩვენც და ელჩებიც, რას შემოგვთავაზებს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით,  მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჩატარდება მაშინ, როდესაც გაჟღერდება რაიმე სახის "შინაარსიანი და აზრიანი" შემოთავაზება ხელისუფლებისგან.

"მეორე რაუნდი დასრულდა ოპოზიციის შეთავაზებით, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის გაზაფხულზე რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ჩვენ, მიუხედვად იმისა, რომ სატელევიზიო პასუხი მოვისმინეთ, მაგრამ ოფიციალურად, მოლაპარაკების მაგიდასთან ამაზე უარი ხელისუფლებისგან არ მიგვიღია. არ მიგვიღია მათი მხრიდან შემხვედრი წინადადება, რას გვთავაზობს ხელისუფლება კრიზისიდან გამოსასვლელად. ამიტომ, შესაბაბამისად, ხელისუფლება როცა მზად იქნება, როცა მათ ექნებათ რაიმე ტიპის წინადადება, რომელსაც ჩვენი შუამავლები, ელჩები ჩათვლიან, რომ საკმარისი საფუძველია, რომ რაუნდი შედგეს და ვიმსჯელოთ, რაუნდი შედგება და ვიმსჯელებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system