თავში

დავით ბაქრაძე: გადამწყვეტი მომენტი დადგა

დავით ბაქრაძე: გადამწყვეტი მომენტი დადგა
დავით ბაქრაძე: გადამწყვეტი მომენტი დადგა

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში"-ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

დავით ბაქრაძის განცხადებით ის, რაც დღეს მოხდა პარლამენტში, ეს იყო მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევა. მისივე თქმით ბიძინა ივანიშვილმა ამ ქმედებით მოსახლეობას უთხრა, რომ მას 2020 -ში ექნება ის სისტემა, რომლითაც მოიგებს არჩევნებს.

„2020-ის არჩევნები ყალბდება დღეს. გადამწყვეტი მომენტი დადგა. ახლა თუ „ოცნებას“ მივეცით საშუალება, რომ გაიტანოს ეს სისტემა, საქართველოს მომავალს პერსპექტივა არ ექნება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით პარტია გააკეთებს ყველაფერს, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს არსებული სისტემით არჩევნების ჩატარების უფლება არ მისცეს. „ევროპული საქართველო“ მთელი შემადგენლობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას უერთდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system