თავში

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას მასპინძლობს

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. მხარეები შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 

ამასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მემორიალს..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system