თავში

დავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები  

დავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები  
დავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ტელევიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მინისტერიალს უძღვებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე მასში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეხევდრაზე არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის სტრატეგიული პროექტი და რომ ევროკავშირის ინტერესი რეგიონის მიმართ არის ურყევი. ყველა მონაწილის მხრიდან გამოითქვა მზაობა მეტი თანამშრომლობისთვის, რათა პროექტი უფრო წარმატებული, ამბიციური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული იყოს.

განხილული იქნა პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკა და 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისი და მასთან ბრძოლის გზები.

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული მისწრაფებებს და აღნიშნა რომ აღმოსავლეთ პარტნირობას ჭირდება მეტი პოლიტიკური ამბიცია და პრაქტიკული მიზნები, დიფერენციაციის პრინციპზე და თითოეულ პარტნიორ ქვეყენაზე მორგებული მიდგომა.

“ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტები გახლავთ, რომ უახლოესი სამიტის დოკუმენტში აუცილებლად იყოს ასახული საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი. ასევე დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - „მეტი მეტისთვის“. ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტს აკეთებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ბუნებრივია, იმსახურებენ მეტ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის საკითხს“, - აღნიშნა ზალკალიანმა მინისტერიალის კომენტირებისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system