თავში

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგება

​დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგება
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ Report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

27 იანვარს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ზალკალიანი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

30 იანვარს, ვენაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. სხდომაზე დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს წარმოადგენს.

ვენაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი, ეროვნულ დონეზე, შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter), ასევე გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system