თავში

დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია ბურიჩთან. 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარიმართა საუბარი ევროპის საბჭოში საქართველოს თავჯდომარეობის პრიორიტეტებზე და თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებზე.

"შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პრიორიტეტებს, რომელიც ეხმიანება და ხელს უწყობს ორგანიზაციის წინაშე არსებული ცალკეული გამოწვევების დაძლევას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ შორის 27 თებერვალს სტრასბურგში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს “გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები” ეძღვნება, აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საქართველოს მხრიდან დასახელებული ინოვაციური პრიორიტეტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ორგანიზაციის ასევე წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს" - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system