თავში

დავით ზალკალიანი: გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მხარდამჭერია

დავით ზალკალიანი: გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მხარდამჭერია
დავით ზალკალიანი: გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მხარდამჭერია

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

მინისტრის თქმით, წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში არ არის საუბარი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საკითზე. 

„ძალიან ვაფასებ ორივე მინისტრთან ჩვენს ძალიან კარგ, მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს. ამის დასტურია ჩემი ბოლო შეხვედრები მათთან. ჩვენ სწორედ მათი იმედი გვაქვს იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩემს შეხვედრებზე სწორედ ამ საკითხებზე იყი საუბარი და მათი მხრიდან მე მაქვს პოზიტიური გამოხმაურება",- განაცხადა ზალკალიანმა.

საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოგზავნილ ერთობლივ წერილზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის ძალიან კარგი და მხარდამჭერი წერილი, რომელშიც დადასტურებულია „საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, რა პროცესებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.“ მინისტრის თქმით, წერილში არ არის საუბარი გიგი უგულავას საკითზე.

რაც შეეხება წერილის გასაჯაროებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ფრანგული და გერმანული მხარის პრეროგატივა და წერილი უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system