თავში

დავით ზალკალიანი: მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა NATO-საქართველოს პაკეტი

დავით ზალკალიანი: მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა NATO-პაკეტი
დავით ზალკალიანი: მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა NATO-საქართველოს პაკეტი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას და აახლოებს ქვეყანას NATO-ს წევრობასთან.

მისივე განცხადებით, მინისტერიალი NATO-ში საქართველოს მოკავშირეებისთვის ინფორმაციის მიწოდების კარგი შესაძლებლობა იყო.

"იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოკავშირეებს NATO-ში მიეღოთ ინფორმაცია პირველწყაროდან რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, ვიმსჯელებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდეს. მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას და კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, NATO-ში, ონლაინ რეჟიმში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი. ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგიაც. მინისტერიალის მიმდინარეობისას ფაქტს ნატო-ს გენერალური მდივნანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system