თავში

დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება

დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება
დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრებზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები, ასევე არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და ყურადღება გამახვილდება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე დიალოგს, რაც თავის მხრივ აახლოებს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევასთან”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system