თავში

დავით ზალკალიანი: პარლამენტი არის ადგილი არა დესტრუქციული ქმედებებისთვის, არამედ დიალოგისთვის

დავით ზალკალიანი: პარლამენტი არის ადგილი არა დესტრუქციული ქმედებებისთვის, არამედ დიალოგისთვის
დავით ზალკალიანი:  პარლამენტი არის ადგილი არა დესტრუქციული ქმედებებისთვის, არამედ დიალოგისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით პარლამენტი არის ადგილი დიალოგისთვის და არა დესტრუქციული ქმედებებისთვის. 

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. თუ ვინმე დაზიანდა, რა თქმა უნდა, შესაბამისად, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ამაზე უნდა მოახდინონ რეაგირება. ეს არის მიუღებელი. ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის ფორმატში. პარლამენტი არის ადგილი არა დესტრუქციული ქმედებებისთვის, არამედ დიალოგისთვის და სწორედ დიალოგისთვის უნდა იყოს გამოყენებული პარლამენტი და არა იმ კუთხით, რომ დეპუტატებს, ადამიანებს, ვინც იქ მიდიან, შეექმნათ პრობლემები. ვწუხვარ, თუ ჟურნალისტები დაზარალდნენ. აუცილებელია, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ეს განცხადება დავთ ზალკალიანმა საკანონმდებლო ორგანოში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა. შეგახსნებეთ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სხდომაზე განაცხადა, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი დეპუტატებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

დაუდგენელი სითხის სპეციფიური სუნის გამო ენძელა მაჭავარიანი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. რამდენიმე დეპუტატი და ადმინისტრაციის თანამშრომელი პარლამენტის შენობიდან სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს.

პარლამენტში მომხდარზე პასუხისმგებლობა კი"მოძრაობა" სირცხვილიამ აიღო. "სისტემა" ყარს, დაწერა მოძრაობამ სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system