თავში

დავით ზალკალიანი უკრაინაში ვიზიტით გაემგზავრა

დავით ზალკალიანი უკრაინაში ვიზიტით გაემგზავრა
დავით ზალკალიანი უკრაინაში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევში გაემგზავრა. 

ის შეხვედრებს გამართავს უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის - მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტრები განიხილავენ შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს, ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის სამზადისს. ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system