თავში

დავით ზალკალიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტელეფონით ისაუბრეს

დავით ზალკალიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტელეფონით ისაუბრეს
დავით ზალკალიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

"შესანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ.

აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველოდებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის", - წერს დავით ზალკალიანი "ტვიტერში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system