თავში

დეკანოიძე: მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ

დეკანოიძე: მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ
დეკანოიძე: მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ

"თუ 'ქართული ოცნების' მაღალჩინოსნები საზოგადოებაში პოლარიზაციის დათესვას გააგრძელებენ, მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

სპეციალური ბრიფინგით დეკანოიძე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებას გამოეხმაუბრა.

"მიუხედავად ჩვენი პარტნიორების არაერთი მკაცრი გაფრთხილებისა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს, ხოლო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ხელისუფლების წარმომადგენლები მხრიდან, მუდმივად ვისმენთ ძალიან მძიმე სიძულვილის ენას. გვიწოდებენ რადიკალებს, კრიმინალებს. მათ შორის პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრემიერი არ ერიდება ძველბიჭურ გარჩევებს ოპოზიციის მიმართულებით. ეს არის სიძულვილის და დაპირისპირების ენის გაღვივება, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზაციას, ვითარების დამძიმებას უწყობს ხელს. უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრებადა ამ სიძულვილოს ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს. ჩვენი ინტერესია არჩევნები დემოკრატიულ, ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს. მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო ვითარება არ იქნება, არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, მათთვის შედეგი ძალიან მძიმე იქნება. მათ საზოგადოების და ზოგადად ცვილიაზაციის რისხვა მოხვდებათ ცხვირში თუ ასე გააგრძელებენ პოლარიზაციის დათესვას საზოგადოებაში.“- განაცხადა დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system