თავში

დეკანოიძე: შეწყვიტოს ელისაშვილმა ოპოზიციის დისკრედიტაცია

დეკანოიძე: შეწყვიტოს ელისაშვილმა ოპოზიციის დისკრედიტაცია
დეკანოიძე: შეწყვიტოს ელისაშვილმა ოპოზიციის დისკრედიტაცია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს ოპოზიციის დისკრედიტაცია შეწყვიტოს.

მისი თქმით, ელისაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

"გუშინ საგანგაშო განცხადებად რაც მომეჩვენა იყო ის, რომ ღიად ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა მიდის და საჯაროდ მინდა მოვუწოდო მას [ელისაშვილს], შეწყვიტოს ოპოზიციის დისკრედიტაცია. მათ შორის, ძალიან არ მესიამოვნა მამუკა ხაზარაძეზე თავდასხმა, როდესაც სრულიად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა", - განაცხადა დეკანოიძემ.

გუშინ, პარტია "მოქალაქეს" ლიდერმა ალეკო ელისშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან დაფიქრებულები ქვეყნის ბედზე და "არ უნდათ რომ ბოკერიას დაკრულზე იცეკვონ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system