თავში

დეპუტატები მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას რეგიონებში გეგმავენ

დეპუტატები მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას რეგიონებში გეგმავენ
დეპუტატები მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას რეგიონებში გეგმავენ

დიმიტრი ხუნდაძემ და იმ მაჟორიტარმა-დეპუტატებმა რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, სრულად მაჟორულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას რეგიონებში გეგმავენ.

ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ, მაჟორიტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დეპუტატის განმარტებით, კონსულტაციები როგორც პარლამენტში, ასევე მოსახლეობასთან დაიწყება.

ჟურნალისტების კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ბიძინა ივანიშვილს აღნიშნულ საკითხზე, ხუნდაძემ თქვა, რომ ივანიშვილთან საუბარი არ ჰქონია.

დეპუტატის მტკიცებით, არასწორია იმის თქმა, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა სხვა დროს არ ყოფილა. ხუნდაძემ მაგალითად ნარკოტიკებთან დაკავშირებით კანონპროექტი მოიყვანა და განმარტა რომ სწორედ მისი აქტიურობით ჩავარდა მისივე თანაგუნდელების მიერვე ინიცირებული კანონპროექტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system