თავში

დეპუტატები, რომლებიც არასაპატიო მიზეზით სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ

დეპუტატები, რომლებიც არასაპატიო მიზეზით სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ
დეპუტატები, რომლებიც არასაპატიო მიზეზით სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ

არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს დეპუტატებმა: დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა); ივლიანე წულაია (უმრავლესობა). ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” მიერ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის კვლევაში.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2019 წელს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი შემცირდა.

„2019 წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1200 შემთხვევა დაფიქსირდა.

არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს: დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა); ივლიანე წულაია (უმრავლესობა).

ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სხდომების გაცდენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები იქნა გამოყენებული, კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა, 43 შემთხვევაში; კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ხელფასის 10 % დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში”,- ნათქვამია კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system