თავში

დეპუტატი ლევან კობერიძე "ლელოში" გაწევრიანდა

დეპუტატი ლევან კობერიძე "ლელოში" გაწევრიანდა
დეპუტატი ლევან კობერიძე ლელოში გაწევრიანდა

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლევან კობერიძე პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იქნება.

„ლევან კობერიძე იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. მინდა ვუსურვო წარმატებები და იმ იდეების განხორციელება ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც ასე გვაღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ ერთად გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს სამართლიანი და წარმატებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საქმე წინ და სწორედ ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორიც არის ლევანი და გუნდის სხვა წევრები, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ”,- გნააცხადა ხაზარაძემ.

კობერიძის თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

„მე ვაკვირდებოდი ამ გუნდს დიდი ხანია და „ლელოს“ მხრიდანაც მიმდინარეობდა ჩემზე დაკვირვება. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის,“ – ამბობს კობერიძე.

ცნობისთვის, ლევან კობერიძემ გასული წლის პირველ მაისს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გახდა. ამასთან, ივნისში ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ ახალი პლატფორმის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system