თავში

დღეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა - გახარია

დღეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა - გახარია
დღეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა - გახარია

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოს წარმატება თბილისის, ბათუმისა და კიდევ სხვა ქალაქების წარმატებით განისაზღვრება.

„დღეს ჩვენთვის, პარტია „საქართველოსთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩვენ, თბილისის ოფისის შემდგომ, პირველი რეგიონალური ოფისი გავხსენით და ეს გახლავთ აჭარაში, ბათუმში. ეს შემთხვევითი არ არის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება შემდგომი წლების განმავლობაში განისაზღვრება თბილისის, ბათუმისა და კიდევ სხვა ქალაქების წარმატებით.

დღეს პოლიტსაბჭოს წევრების პირველი სხდომა გვქონდა. განვიხილეთ ის პრინციპული მიმართულებები, რომელიც ჩვენს პროგრამაშია ასახული. პროგრამის ძირითადი მიმართულება, რაც განვითარებას, დემოკრატიასა და რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას მოიცავს.

ბათუმის ოფისს ირაკლი თავდგირიძე, ხოლო აჭარის მიმართულებას ირაკლი მიქელაძე უხელმძღვანელებს“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system