თავში

,,დღეს საქართველოთი ვიწყებთ" - ბრიფინგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

,,დღეს საქართველოთი ვიწყებთ" - ბრიფინგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში
,,დღეს საქართველოთი ვიწყებთ - ბრიფინგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას  კიდევ ერთხელ ეხმაურება.

დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ ფრაისმა ბრიფინგი საქართველოს თემით გახსნა. 

,,დღეს საქართველოთი ვიწყებთ. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას და სხვა წევრების დაპატიმრების გამო. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, შეძლონ თავშეკავება, მთავრობამ კი უნდა დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, თავისუფლება და კანონიერება, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფით. აშშ მხარს დაუჭერს დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას. გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას", - განაცხადა ნედ ფრაისმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გაიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system