თავში

დღევანდელი შეხვედრიდან "მოგვტეხეს" - იაგო ხვიჩია

დღევანდელი შეხვედრიდან "მოგვტეხეს" - იაგო ხვიჩია
დღევანდელი შეხვედრიდან მოგვტეხეს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ოპოზიციამ დღევანდელი შეხვედრიდან "მოტეხა".

"ვინც შეხვედრის ინიციატორი იყო, ვკითხავ, რატომ არ დაგვიძახეს. არგუმენტი, რომ თქვენ "ქოცები" ხართ, არ გამოდის, რადგან თავად "ქოცებს" შეხვდნენ. აქამდე სხვას ეუბნებოდნენ იმას, რომ არ შეიძლებოდა, "ქოცებს" არ შეხვედროდნენ და ახლა თავად არ მოგვიწვიეს. ეს არაკოლეგიალურია და ვიკითხავ, რატომ არ მიგვიწვიეს. იმიტომ "მოგვტეხეს", რომ როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებასთან" ჰარმონიული საუბრისას არაკომფორტული ვიქნებოდით", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ "პირველ არხთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system