თავში

დღის ბოლომდე ვეცდებით დავაახლოოთ პოზიციები - არჩილ თალაკვაძე

დღის ბოლომდე ვეცდებით დავაახლოოთ პოზიციები - არჩილ თალაკვაძე
დღის ბოლომდე ვეცდებით დავაახლოოთ პოზიციები - არჩილ თალაკვაძე

"თუ ოპოზიცია სამართლიანობისა და რეალობის პრინციპებიდან შეხედავს პირობებს, ვფიქრობ, ეს შეთანხმება მიღწევადია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ინდივიდუალური შეხვედრები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"ჩვენ ვიცავთ მოლაპარაკების წესებს და დეტალებზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო პერიოდში საზოგადოება არ იქნება სრულად ინფორმირებული, თუ რამდენად კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივი და სამართლიანი პოზიციები ჰქონდა მმართველ გუნდს ამ მოლაპარაკებებში.

ინდივიდუალური შეხვედრები გაგრძელდება. დღის ბოლომდე გაიმართება რამდენიმე ასეთი შეხვედრა, მათ შორის ჩვენთან და დღის ბოლომდე ვეცდებით, რომ დავაახლოოთ პოზიციები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრები ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. მმართველი გუნდი და ოპოზიციური პარტიები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საკითხთან დაკავშირებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system