თავში

დიდი მადლობა პრეზიდენტს, დასაფასებელია, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია - ელენე ხოშტარია

დიდი მადლობა პრეზიდენტს, დასაფასებელია, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია - ელენე ხოშტარია
დიდი მადლობა პრეზიდენტს, დასაფასებელია, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საახალწლო ღონისძიებას, რომელზეც მან პოლიტიკურ პარტიებს უნდა უმასპინძლოს, არ დაესწრება. ხოშტარია ინციატივისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის, თუმცა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისვლას არ გეგმავს.

"მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი.

საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე)). ჯერ ერთი ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ ვითომც არაფერი ისე ვიყო. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანიურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან. შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან, რომ იქ წავიდე უბრალოდ არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა. და არასწორ პროცესში შესვლა, იმიტაცია ‘ნირმალურობის’ და არა ნორმალური სიტუაცია რეალურად. არ მინდა ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ. ასევე, არ ვაპირებ თავს დავესხა იმათ, ვინც ოპოზიციიდან წავა. დარწმუნებული ვარ, საზეიმოდ არ მიდიან და სწორი გონიათ ასე" - წერს ხოშტარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system