თავში

დილიდან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა, ვიმყოფები რუსულ ციხეში - სააკაშვილი

დილიდან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა, ვიმყოფები რუსულ ციხეში - სააკაშვილი
დილიდან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა, ვიმყოფები რუსულ ციხეში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook გვერდზე მისი სახელით მორიგი პოსტი ქვეყნდება. სააკაშვილი ამბობს, რომ შეხვედრების ოთახში, შუშის გამყოფი ბარიერი ჭერამდე ჩაშენებული დახვდა. შესაბამისად, ექსპრეზიდენტის თქმით, ის ვეღარ ახერხებს დოკუმენტების გაცვლას საკუთარ ადვოკატებთან.

მისივე თქმით, მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა საქართველოში და მითუფრო ევროპაში. როგორც პატიმარი წერს, ის ახლა იმყოფება არა ქართულ, არამედ რუსულ ციხეში, სადაც ციხის პერსონალსაც კი რუსებივით მოქცევას აიძულებენ.

"დღეს, დილიდან, პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში.

სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს!

დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!

მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა" - წერს სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system