თავში

დღემდე უცნობი კადრები - ზვიად გამსახურდიას შეხვედრა რონალდ რეიგანთან - VIDEO

დღემდე უცნობი კადრები - ზვიად გამსახურდიას შეხვედრა რონალდ რეიგანთან - VIDEO
დღემდე უცნობი კადრები - ზვიად გამსახურდიას შეხვედრა რონალდ რეიგანთან  - VIDEO

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის შეხვედრის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს. 

"ხომ არის ისეთი არქივი, რასაც ბევრი წელი ეძებ. ასეთია ჩემთვის ეს მასალა. მადლობა ქ-ონ მანანას ამ შესაძლებლობისთვის.

იცით, რომ ზვიად გამსახურდიას საბჭოთა კავშირიდან ფეხის გადგმა აკრძალული ქონდა. საზღვარგარეთ გასვლა მხოლოდ მას მერე მოახერხა, რაც დევნილობისას ვენაში მიიწვიეს. ეს იმ პირობებში, როდესაც "დისიდენტებად" წოდებულ მოაზროვნეებს არამც თუ გასვლა უცხოეთში სამსახურის პოვნაც არ უჭირდათ.

ზვიად გამსახურდიას და რონალდ რეიგანს მუდმივად ჰქონდათ კავშირი, თუმცა პირისპირ შეხვედრა მხოლოდ სამჯერ შედგა მოსკოვში, ისიც რეიგანის დაჟინებული მოთხოვნით. გაზიარებული მასალა ასახავს ერთ-ერთ შეხვედრას მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სპასო ჰაუსის დარბაზში, სადაც ზვიად გამსახურდია მთელი ოჯახით იყო მიწვეული", - წერს ეკა ხერხეულიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system