თავში

დე ფაქტო რეჟიმი: საქართველოს მოქალაქე ღამურების დასაჭერად გადმოვიდა

დე ფაქტო რეჟიმი: საქართველოს მოქალაქე ღამურების დასაჭერად გადმოვიდა
დე ფაქტო რეჟიმი: საქართველოს მოქალაქე ღამურების დასაჭერად გადმოვიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ივლისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი არცევსა და ღრომში ლუგარის ლაბორატორიისთვის ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. 

ე.წ.სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მაღლაკელიძე ერთი ღამურის რეალიზაციას 5 000 დოლარად ცდილობდა.

დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, თბილისში განთავსებული ლუგარის ცენტრი ღამურების მიმართ ინტერესს 2012 წლიდან იჩენს.

საოკუპაციო რეჟიმის თქმით, ცხინვალის რეგიონში ღამურა Myotis blythi წითელ წიგნშია შეყვანილი, ამიტომ მისი დაჭერა სისხლის სამართლის კანონით ისჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system