თავში

დროა, ევროკავშირმა კბილები გამოაჩინოს, რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო - ვიოლა ფონ კრამონი

დროა, ევროკავშირმა კბილები გამოაჩინოს, რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო - ვიოლა ფონ კრამონი
დროა, ევროკავშირმა კბილები გამოაჩინოს, რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა. მისი თქმით, დროა ევროკავშირმა "კბილები გამოაჩინოს" და საკითხის მშვიდობიანი გზებით მოგვარების ნაცვლად, მჩაგვრელ რუსეთს უპრეცედენტო სასჯელი დაუწესოს.

კრამონის პოზიციაა, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს და დაიცვას უკრანა, რომლის მოსახლეობაც ევროპულ ღირებულებებს იზიარებს.

"ჩვენ ეს აქამდეც გვინახავს: მჩაგვრელი აშანტაჟებს მასთან შედარებით სუსტ მეზობლებს, მაშინ როცა დანარჩენი სამყარო უყურებს. ჩვენ ეს ვნახეთ გასულ აპრილს, ჩვენ ეს უამრავჯერ გვინახავს კაცობრიობის ისტორიაში.

ისტორია გვასწავლის, რომ მჩაგვრელის დამშვიდების მცდელობა ძალიან საშიში სტრატეგიაა - ეს ამორალური და კონტრპროდუქტიულია.

ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 100 000 რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული. მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.მათ, ვინც იცნობენ ბატონ პუტინს, იციან, რომ შობის მოახლოება განსაკუთრებით საშიში პერიოდია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავრჩეთ ფხიზლად და მტკიცედ.

უკრაინა იმიტომ კი არაა რუსეთის სამიზნე, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, ისინი ბედავენ, იყვნენ თავისუფალნი და სურთ თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან.

ამ დროს როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ "ნორდ სტრიმ 2" უნდა გაგრძელდეს. როგორც ერთმა რუსული იდეოლოგიის მქონე ადამიანმა ღიად განაცხადა, კრემლის ექსპორტის მთავარი პროდუქტი არა გაზი, ნავთობი ან შეიარაღება, არამედ ქაოსია. რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების გაზრდით, ჩვენ ვღალატობთ ჩვენს მოკავშირეებს და საშიშროებას ვუქმნით ამ კონტინენტის მომავალს.

დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ: მკაცრი სანქციების ენაზე.

რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო, თუ ის გაბედავს უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო ომის დაწყებას. გავთიშოთ რუსეთი მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან [SWIFT] გავანადგუროთ "ნორდ სტრიმ 2" და დავუწესოთ სანქციები პუტინსა და მის გარემოცვას.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე, როცა კრემლი უკრაინის გაღიზიანებას ეცდება, უკრაინასთან პარტნიორობის გაძლიერებით ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ჩაგვრა კონტრპროდუქტიულია.

ძვირფასო კოლეგებო, მოდით განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყაროში ძალა არ ნიშნავს უფლებას

დავიცვათ უკრაინა!“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის წინაშე დღევანდელი გამოსვლისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system